ჩართული გარე სანათი ხელსაწყოების ან ღია კარების მქონე გაჩერებული სატრანსპორტო საშუალებების გასწვრივ მოძრაობისას, მძღოლმა უნდა:
სწორი პასუხი: 2▶ ახსნის მოსმენა
დაიმახსოვრე: ჩართული ფარები ან ღია კარი ნიშნავს, რომ განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებს. შეიძლება გზაზე მოულოდნელად ბავშვი ან ქვეითი გამოვიდეს.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, გზაზე გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების გასწვრივ მოძრაობისას მძღოლმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ჩართული გარე სანათი ხელსაწყოს ან ღია კარის მქონე სატრანსპორტო საშუალების მიმართ, რათა აუცილებლობის შემთხვევაში დროულად უზრუნველყოს გზაზე ქვეითთა და ბავშვების მოულოდნელი გამოჩენით წარმოშობილი საფრთხის თავიდან აცილება.