დასაშვებია თუ არა მგზავრის სატრანსპორტო საშუალებაში ჩაჯდომა სავალი ნაწილის მხრიდან?
სწორი პასუხი: 2▶ ახსნის მოსმენა
დაიმახსოვრე: სავალი ნაწილიდან ჩაჯდომა დასაშვებია. მთავარია, ტროტუარიდან შეუძლებელი იყოს და სხვებს არ შეუშალო ხელი.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მგზავრი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალებაში ჩაჯდეს და იქიდან გადმოვიდეს მისი სრული გაჩერების შემდეგ, ტროტუარის ან გვერდულას მხრიდან, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – გზის სავალი ნაწილის მხრიდან, თუ იგი არ შეუქმნის დაბრკოლებას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს.