
მოცემულ სიტუაციაში, რომელი ავტომობილის მძღოლს არ ეკრძალება ისრის მიმართულებით მობრუნების მანევრის შესრულება?
მოდი, პირდაპირ ზოლების თავზე დახატულ ნიშნებს შევხედოთ. წითელი მანქანა უკიდურეს მარცხენა ზოლში დგას და მის თავზე ნიშანი მარცხნივ მოხვევის უფლებას აძლევს. აქ არის მთავარი საიდუმლო: თუ უკიდურესი მარცხენა ზოლიდან მარცხნივ მოხვევა შეგიძლია, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მობრუნებაც ნებადართულია. მწვანე ავტომობილი კი მარჯვენა ზოლშია, საიდანაც ნიშანი მხოლოდ პირდაპირ მოძრაობის უფლებას იძლევა. ამიტომ, ის არღვევს.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.15.2 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.15.2 „ზოლზე მოძრაობის მიმართულებები” - მიუთითებს ზოლზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს. ამავე პუნქტის შენიშვნის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, 5.15.1 და 5.15.2 ნიშნები, რომლებიც უკიდურესი მარცხენა ზოლიდან მოხვე¬ვის ნებას რთავს, ამავე ზოლიდან მობრუნების უფლებასაც იძლევა.