
მოცემული საგზაო ნიშანი მიუთითებს:
სწორი პასუხი: 2▶ ახსნის მოსმენა
ეს ნიშანი მიუთითებს „ხელოვნურ უსწორმასწორობას“. დაიმახსოვრე, რომ ის გზაზე არსებულ ბორცვზე (ე.წ. „პოლიციელზე“) მიგითითებს.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.20 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.20 „ხელოვნური უსწორმასწორობა“ - მიუთითებს გზის სავალ ნაწილზე არსებულ ხელოვნურ უსწორმასწორობას. ნიშანი იდგმება ხელოვნურ უსწორმასწორობასთან ან 1.25 მონიშვნასთან მოახლოებული სატრანსპორტო საშუალების მხარეს.