
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს რევერსული მოძრაობის მქონე გზის მონაკვეთის დასაწყისს?
სწორი პასუხი: 1▶ ახსნის მოსმენა
დაიმახსოვრე: ნიშანი I არის „რევერსული მოძრაობა“. ის მიუთითებს გზის მონაკვეთის დასაწყისს, სადაც მოძრაობის მიმართულება შეიძლება შეიცვალოს.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.8 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.8 „რევერსული მოძრაობა“ – გზის მონაკვეთის დასაწყისი, სადაც ერთ ან რამდენიმე ზოლზე მოძრაობის მიმართულება შეიძლება საპირისპიროდ შეიცვალოს.