
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს ავტომაგისტრალს, რომელზედაც მოქმედებს ავტომაგისტრალზე მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები?
სწორი პასუხი: 2▶ ახსნის მოსმენა
დაიმახსოვრე: ნიშანი I არის „ავტომაგისტრალი“. ის მიუთითებს გზას, რომელზეც ავტომაგისტრალზე მოძრაობის სპეციალური წესები მოქმედებს.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.1 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.1 „ავტომაგისტრალი” - ავტომაგისტრალი, რომელზედაც მოქმედებს ავტომა¬გისტრალზე მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები. ნიშანი იდგმება ავტომაგისტრალის დასაწყისში ან მის სიახლოეს 8.1.1 დაფით.