
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია ნიშანი?
სწორი პასუხი: 3▶ ახსნის მოსმენა
დაიმახსოვრე: მოხვევის ამკრძალავი ნიშნები (I და IV) მოქმედებს მხოლოდ იმ გზაჯვარედინზე, რომლის წინაც დგას. მათი მოქმედება გზაჯვარედინის გავლისთანავე მთავრდება.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „დ“ პუნქტის თანახმად 3.18.1 (მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია), 3.18.2 (მარცხნივ მოხვევა აკრძალულია) ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი.