‹
ნიშნების მოქმედების ზონა და გამონაკლისები2. საგზაო ნიშნები და მონიშვნა · თემა 11 · ბილეთი №752
ნაჩვენებია ამკრძალავი საგზაო ნიშნები: I - „მოძრაობა აკრძალულია“, II - „ტრაქტორების მოძრაობა აკრძალულია“, III - „მობრუნება აკრძალულია“, IV - „მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალულია“.

სწორი პასუხია 3.

I, II და IV ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ემსახურებიან ამ ნიშნების მოქმედების ზონაში მდებარე საწარმოებს. III ნიშანი („მობრუნება აკრძალულია“) კრძალავს კონკრეტულ მანევრს და მისი მოთხოვნა ვრცელდება ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება ნიშნის მოქმედების ზონაში მდებარე საწარმოს?