
რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ შუქნიშანი არ მუშაობს?
სწორი პასუხი: 3▶ ახსნის მოსმენა
შეხედე, შენს წინ „დაუთმე გზა“ ნიშანია. ეს ნიშნავს, რომ შენ და სატვირთო მეორეხარისხოვან გზაზე ხართ. ამიტომ, უპირატესობა მთავარ გზაზე მოძრავ ავტობუსს და მოტოციკლს ენიჭებათ. ჯერ ისინი გადიან ერთად, შემდეგ კი თქვენ – მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა.