
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს საბაჟო გამშვებ პუნქტთან (საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა) გაუჩერებლად გავლას?
სწორი პასუხი: 3▶ ახსნის მოსმენა
ეს არის ნიშანი III „საბაჟო“, რომელიც კრძალავს საბაჟო გამშვებ პუნქტთან გაუჩერებლად გავლას. დაიმახსოვრე, სადაც აწერია „CUSTOMS“, იქ უნდა გაჩერდე.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.17.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.17.1 „საბაჟო გამშვები პუნქტი“ - კრძალავს საბაჟო გამშვებ პუნქტთან (საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა) გაუჩერებლად გავლას.