
მოცემული საგზაო ნიშნებიდან, რომლი კრძალავს მის მოქმედების ზონაში ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას?
სწორი პასუხი: 2▶ ახსნის მოსმენა
დაიმახსოვრე, ამ კითხვაში ორივე ნიშანია სწორი პასუხი. ნიშანი II პირდაპირ კრძალავს მექანიკურებს, ხოლო ნიშანი IV კრძალავს საერთოდ ყველა სატრანსპორტო საშუალებას, რაც მექანიკურებსაც მოიცავს.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.2 „მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის სატრან¬სპორტო საშუალებით მოძრაობას. ამავე თავის 3.3 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.3 „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას.