
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომელზედაც შეიძლება წარმოიშვას ისეთი სახის საფრთხე, რომელიც არ არის განსაზღვრული სხვა მაფრთხილებელი ნიშნებით?
სწორი პასუხი: 3▶ ახსნის მოსმენა
ეს არის ნიშანი III, „სხვა საფრთხეები“. ის აღნიშნავს გზის მონაკვეთს, სადაც შეიძლება წარმოიშვას საფრთხე, რომელიც სხვა მაფრთხილებელი ნიშნებით არ არის განსაზღვრული.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.34 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.34 „სხვა საფრთხეები” - გზის მონაკვეთი, რომელზედაც შეიძლება წარმოიშვას ისეთი საფრთხე, რომელიც არ არის განსაზღვრული სხვა მაფრთხილებელი ნიშნებით.