
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომელზედაც შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალების თვლებიდან ღორღის, ხრეშისა და ა. შ. ასხლეტა?
სწორი პასუხი: 2▶ ახსნის მოსმენა
ეს არის ნიშანი IV, „ქვის ასხლეტა“. ის გაფრთხილებს, რომ გზის ამ მონაკვეთზე შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალების თვლებიდან ღორღის ან ხრეშის ასხლეტა.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.19 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.19 „ქვის ასხლეტა” - აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომელზედაც შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალების თვლებიდან ღორღის, ხრეშის ასხლეტა და ა. შ..