
რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ გზაჯვარედინის მარჯვენა მხრიდან შემომავალი გზის საფარი გრუნტოვანია?
აქ მთავარი დეტალი ავტობუსია, რომელიც გრუნტოვანი გზიდან გამოდის. გრუნტოვანი გზა ყოველთვის მეორეხარისხოვანია, ამიტომ ავტობუსი ყველას უთმობს და ბოლოს გადის. დარჩა სამი მანქანა მთავარ გზაზე. აქ უკვე „მარჯვენა ხელის წესი“ მუშაობს. მსუბუქ ავტომობილს მარჯვნიდან არავინ ჰყავს და პირველი მიდის. შემდეგ გზა უთავისუფლდება მოტოციკლს, მის მერე კი სატვირთოს. აი, ასე მარტივად
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა ხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას უპირატესობა აქვს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ საგზაო ნიშნით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გრუნტოვანი გზიდან იმ გზაზე გასვლისას, რომელიც არ არის გრუნტოვანი გზა, მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს ამ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე კანონის მე-5 მუხლის 37-ე პუნქტის თანახმად ღორღიან ან გრუნტოვან გზაზე უშუალოდ გზაჯვარედინის წინ, გზის მკვრივსაფარიანი უბნის არსებობა არ ათანაბრებს მას მკვრივსაფარიან გზასთან.