
რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
ამ გზაჯვარედინზე მთავარი „მეფე“ ტრამვაია. როცა შუქნიშანი და ნიშნები არაა, ტრამვაის გზას ყოველთვის ვუთმობთ, საითაც არ უნდა მიდიოდეს. ამიტომ, ორივე ტრამვაი პირველი გადის. რადგან ერთმანეთს გზაზე არ ეფარებიან, ერთდროულად გავლენ. ამის შემდეგ რჩებით შენ და სატვირთო. სატვირთო შენგან მარცხნივაა, ანუ შენ უპირატესობა გაქვს. გაივლი შენ და ბოლოს სატვირთო. სულ ესაა
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა ხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას უპირატესობა აქვს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა.