
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?
აი, ნახე რა მარტივია. დააკვირდი საგზაო ნიშანს, რომელიც მოტოციკლს კრძალავს. ეგ ნიშანი მარტო მოტოციკლებს კი არა, მოპედებსაც ეხებათ. ამიტომ მოპედის მძღოლს ეკრძალება აქ მოძრაობა. რაც შეეხება გასწრების ამკრძალავ ნიშანს, ის გამონაკლისს უშვებს და მოპედის გასწრების უფლებას გაძლევს, თუ შენს ზოლში რჩები. მარტივია, ხო?
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.5 და 3.20 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშნები.5 „მოტოციკლით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მოტოციკლით მოძრაობას.20 „გასწრება აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრან-სპორ¬ტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა). ნებადართულია გასწრება უეტლო მოტოციკლის, მოპედისა და ველოსიპედის შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადაუსვლელად��მავე კანონის 43-ე მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, მოპედის მძღოლს ეკრძალება 3.5 საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში მოძრაობა.