
რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
მთავარი აქ „დაუთმე გზა“ ნიშანია. ეს ნიშანი ნიშნავს, რომ შენც და მოპედიც მეორეხარისხოვან გზაზე ხართ, ტრამვაი კი - მთავარზე. ამიტომ, პირველი უპირობოდ ტრამვაი მიდის. ახლა დარჩით შენ და მოპედი. რადგან შენ მარცხნივ უხვევ, ხოლო ის მარჯვნივ მიდის, გზა მას უნდა დაუთმო. აქ უბრალოდ წარმოიდგინე სანამ შენ მარცხნივ შეუხვევ მანამდე მოპედიც კი წავა. ანუ, ჯერ ტრამვაი, მერე მოპედი და ბოლოს შენ.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; დ) მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრა¬ნსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარ¬მნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.