‹
ოპერატიული და სპეციალური მანქანები (ციმციმები)3. სიგნალები და რეგულირება · თემა 17 · ბილეთი №5
სურათზე გამოსახულია გზაჯვარედინი, რომელზეც სამი ავტომობილი მოძრაობს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილს, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები, განზრახული აქვს მარცხნივ მოხვევა. მის სამოძრაო ზოლში დადგმულია პრიორიტეტის ნიშნები: „დაუთმე გზა“ და „მთავარი გზის მიმართულება“. მთავარ გზაზე, რომელიც მარცხნიდან მარჯვნივ იცვლის მიმართულებას, მოძრაობს წითელი მსუბუქი ავტომობილი, რომელიც მარჯვნივ უხვევს. ლურჯი სატვირთო ავტომობილი, სვლას პირდაპირ აგრძელებს.

რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი ისრის მიმართულებით მოძრავმა ავტომობილებმა, თუ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები?