
მოცემულ სიტუაციაში, რომელ მძღოლს ენიჭება გავლის უპირატესობა, თუ ყვითელი ავტომობილის მძღოლი იწყებს მოძრაობას მგზავრების ჩამოსხმის შემდეგ, ხოლო შავი ავტომობილის მძღოლი ჩერდება მგზავრთა ჩასხდომის მიზნით?
სწორი პასუხი: 2▶ ახსნის მოსმენა
აქ მთავარი ისაა, რომ ყვითელი მიკროავტობუსი მოძრაობას ადგილიდან იწყებს. წესი მარტივია: როცა გაჩერებიდან იძვრები, გზა უნდა დაუთმო ყველას, ვინც უკვე მოძრაობს შენს გვერდით ზოლში. ამიტომ, უპირატესობა შავი ავტომობილის მძღოლს ენიჭება.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით.