‹
მთავარი და მეორეხარისხოვანი გზა9. გზაჯვარედინები · თემა 34 · ბილეთი №48
სურათზე გამოსახულია გზაჯვარედინი, სადაც ერთმანეთს კვეთს სამი სატრანსპორტო საშუალების: ლურჯი სატვირთო ავტომობილის, თეთრი მსუბუქი ავტომობილისა და ტრამვაის ტრაექტორია. გზაჯვარედინის წინ დადგმულია პრიორიტეტის ნიშნები „მთავარი გზა“ და დამატებითი ინფორმაციის ნიშანი „მთავარი გზის მიმართულება“. ნიშნების თანახმად, თეთრი მსუბუქი ავტომობილი იმყოფება მთავარ გზაზე და აპირებს მარცხნივ მოხვევას, ხოლო ლურჯი სატვირთო ავტომობილი და ტრამვაი, რომლებიც მეორეხარისხოვან გზაზე იმყოფებიან, აპირებენ პირდაპირ მოძრაობას.

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?