
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლების მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ყვითელი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
სწორი პასუხი: 2▶ ახსნის მოსმენა
დაიმახსოვრე, ტრამვაის თანაბარ გზაზე ყოველთვის ვუთმობთ, მნიშვნელობა არ აქვს, საიდან მოდის. სატვირთო შენგან მარჯვნივაა, ამიტომ მასაც უთმობ. ლურჯი მანქანა კი მარცხნივაა და პირიქით, ის გითმობს შენ.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას აქვს უპირატესობა ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა.