
სატვირთო ავტომობილის მძღოლი ასრულებს საგზაო-სარემონტო სამუშაოებს. რომელი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?
შეხედე სატვირთოს სახურავს, ყვითელი მოციმციმე შუქურა აქვს ჩართული. ეს იმის ნიშანია, რომ გზაზე მუშაობს და ამიტომ, შეუძლია დაარღვიოს ზოგიერთი წესი, მაგალითად, გადაკვეთოს უწყვეტი ხაზი და შემობრუნდეს. მსუბუქი ავტომობილი კი ისედაც ჩვეულებრივ, პირდაპირ აგრძელებს გზას. ამიტომ, მოძრაობა არცერთს არ ეკრძალება.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის კანონის 51-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ნარინჯისფერი ან ყვითელი ფერის მოელვარე სპეციალური შუქური სიგნალი და რომელიც გზაზე ასრულებს სამშენებლო, სარემონტო ან დასასუფთავებელ სამუშაოებს, ან საინკასაციო სატრანსპორტო საშუალებით გადა აქვს ძვირფასეულობა ან ფასიანი ქაღალდები, ან გადააქვს სახიფათო ტვირთი, ან გადაადგილდება არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალებით, შეუძლია გადაუხვიოს საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების, აგრეთვე ამ კანონის 31-ე მუხლის მე-5–მე-10, მე-15, მე-16 და 38-ე მუხლის პირველი პუნქტების მოთხოვნებს თუ უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური შუქური სიგნალი არ იძლევა უპირატესობას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ და გამოიყენება ყურადღების მისაპყრობად მოსალოდნელი საშიშროების თავიდან ასაცილებლად.