
მოცემულ სიტუაციაში, რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს არ ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?
შეხედე მწვანე ნიშანს, ეგ „ავტომაგისტრალის“ ნიშანია და აქ განსაკუთრებული წესებია. ტრაქტორი ზედმეტად ნელია ავტომაგისტრალისთვის, ამიტომ აქ საერთოდ არ უნდა იყოს. სატვირთო კი 10 მეტრიანია და ასეთ გრძელ მანქანებს ამ ზოლში, ანუ ყველაზე მარცხენაში, მოძრაობა ეკრძალებათ. ასე რომ, მოძრაობას აგრძელებს მხოლოდ კვადროციკლი. მარტივია, არა?
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე მძღოლს ეკრძალება მეორე ზოლის იქით იმ ტვირთის გადამზიდავი ავტომობილით (მისაბმელებით ან მათ გარეშე) მოძრაობა, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება ან იმ მისაბმელიანი ავტომობილებით მოძრაობა, რომელთა საერთო სიგრძე 7 მეტრზე მეტია. ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია ქვეითების, ცხოველების, ველოსიპედების, მოპედების, ავტომობილებისა და მათი მისაბმელებისგან განსხვავებული ყველა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, აგრეთვე იმ ავტომობილების (მისაბმელებით ან მათ გარეშე) მოძრაობა, რომელთა კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 40 კმ/სთ (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ავტომაგისტრალზე გადაადგილდებიან უფლებამოსილი ორგანოსთან (უწყებასთან) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებისა და ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად). ამავე კანონის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტებში მოძრაობა ნებადართულია T და S კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისა, ყველა გზაზე - არა უმეტეს 40 კმ/სთ სიჩქარით.