ავტომაგისტრალზე, ასევე ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე აკრძალული არ არის:
სწორი პასუხი: 3▶ ახსნის მოსმენა
დაიმახსოვრე: ავტომაგისტრალზე მობრუნება, უკუსვლა, გამყოფ ზოლზე გასვლა და სასწავლო სვლა აკრძალულია. მეორე ზოლის იქით მოძრაობა კი ეკრძალება მხოლოდ ისეთ სატვირთო ავტომობილს, რომლის მასა 3,5 ტონაზე მეტია. მგზავრების გადამყვან ავტომობილს, მაგალითად ავტობუსს, ეს აკრძალვა არ ეხება. ამიტომ სწორია მესამე პასუხი.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე აკრძალულია სასწავლო სვლა. ამავე პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ავტომაგისტრალებზე, ავტომაგისტრალების შესასვლელებზე და გამოსასვლელებზე მძღოლს ეკრძალება მობრუნება ან უკუსვლით მოძრაობა, აგრეთვე ცენტრალურ გამყოფ ზოლსა და გზის ორივე სავალი ნაწილის განივ შეერთებაზე გასვლა.