ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელ ადგილას ითვალისწინებს კანონი მძღოლის შესაძლებლობას ისარგებლოს მისთვის უფრო მოსახერხებელი მოძრაობის ზოლით?
სწორი პასუხი: 3▶ ახსნის მოსმენა
დაიმახსოვრე: მოსახერხებელი ზოლის არჩევა შეგიძლია მხოლოდ **დასახლებულ პუნქტში**. ოღონდ, თუ შენი მიმართულებით მინიმუმ ორი დახაზული ზოლია.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 31-ე მუხლით (გარდა მე-5 პუნქტისა) დადგენილი მოთხოვნათა გათვალისწინებით, დასახლებულ პუნქტში, გზაზე, სადაც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისათვის არანაკლებ ორი მოძრაობის ზოლია და ისინი აღნიშნულია გრძივი მონიშვნით, მძღოლს შეუძლია ისარგებლოს მისთვის უფრო მოსახერხებელი მოძრაობის ზოლით (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა). სხვა მოძრაობის ზოლზე ის უნდა გადავიდეს მხოლოდ მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის, გასწრების, გაჩერების ან დგომის მანევრის შესრულების მარეგულირებელი წესების შესაბამისად.