
მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრება?
სწორი პასუხი: 2▶ ახსნის მოსმენა
ყველაზე მთავარი აქ ისაა, რომ რკინიგზის გადასასვლელი უკვე უკან მოიტოვე. აკრძალვა მოქმედებს გადასასვლელზე და მის წინ, შენ კი გასწრებას იწყებ ზუსტად იქ, სადაც ეს შეზღუდვა მთავრდება. ასე რომ, გზა თავისუფალია, შეგიძლია გაასწრო.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, გასწრება აკრძალულია რკინიგზის გადასასვლელზე და მის წინ 100 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ადგილებში მოძრაობა რეგულირდება ისეთი ტიპის შუქნიშნით რომელიც გზაჯვარედინებზე გამოიყენება.