
აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, თუ ტრაქტორი მოძრაობს 25 კმ/სთ სიჩქარით?
შეხედე გზის შუაში მდებარე უსაფრთხოების კუნძულს. ის ხომ გზის გამყოფია. თუ მას მარცხნიდან შემოუვლი, პირდაპირ საპირისპირო მოძრაობის ზოლში აღმოჩნდები. ამიტომ, ასეთ კუნძულს ყოველთვის, გამონაკლისის გარეშე, მარჯვნიდან უნდა შემოუარო. ტრაქტორის სიჩქარეს აქ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-17 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, მძღოლს შეუძლია მარჯვნიდან ან მარცხნიდან შემოუაროს იმ სავალ ნაწილზე დაყენებულ უსაფრთხოების კუნძულს, ტუმბოს ან სხვა მოწყობილობას, რომელზედაც იგი მოძრაობს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უსაფრთხოების კუნძული, ტუმბო ან სხვა მოწყობილობა ორმხრივმოძრაობიანი გზის სავალი ნაწილის ღერძზეა განლაგებული. ამ შემთხვევაში მძღოლმა უსაფრთხოების კუნძულს, ტუმბოს ან სხვა მოწყობილობას მხოლოდ მარჯვენა მხრიდან უნდა შემოუაროს.