
გზაზე გასასვლელ ადგილზე გაქანების ზოლის არსებობის შემთხვევაში, მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:
სწორი პასუხი: 2▶ ახსნის მოსმენა
ძალიან მარტივია, ამ ზოლს ტყუილად კი არ ჰქვია "გაქანების ზოლი". მისი მთავარი მიზანია, რომ სიჩქარე აკრიფო და მთავარ გზაზე მოძრავ ნაკადს უსაფრთხოდ შეერწყა. A ტრაექტორიით ამას ვერ მოასწრებ და საფრთხეს შექმნი. ამიტომ, სწორია B ტრაექტორია – გამოიყენე ზოლი ბოლომდე, აკრიფე სიჩქარე და ისე გადადი.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, გზაზე გასასვლელ ადგილზე გაქანების ზოლის არსებობის შემთხვევაში მძღოლმა უნდა იმოძრაოს ამ ზოლზე და მეზობელ მოძრაობის ზოლზე გადაადგილებისას გზა უნდა დაუთმოს მასზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს.