
მოცემულ სიტუაციაში, სატრანსპორტო საშუალებების მიერ, მოძრაობის ზოლების ერთდროულად შეცვლისას, გავლის უპირატესობა ენიჭება:
სწორი პასუხი: 1▶ ახსნის მოსმენა
აქ მარტივი წესია: ვინც მარჯვნივაა, ის პირველია. სატვირთოსთვის შენ, ანუ მსუბუქი ავტომობილი, ხარ მარჯვნივ. ამიტომ, როცა ორივე ერთდროულად იცვლით ზოლს, გზა შენია.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოძრაობის მიმართულების შეუცვლელად მოძრაობის ზოლიდან ზოლში გადასვლისას, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს გადასასვლელ მოძრაობის ზოლში თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიერ, მოძრაობის ზოლების ერთდროულად შეცვლისას, მოძრაობის ტრაექტორიების გადაკვეთის შემთხვევაში, გავლის უპირატესობა ენიჭება მარჯნივ მყოფ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს.