
ეკრძალება თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრება, თუ ტრაქტორი მოძრაობს 25 კმ/სთ სიჩქარით?
შეხედე ნიშანს „გასწრება აკრძალულია“. ერთი შეხედვით, თითქოს არ შეიძლება გასწრება, ხომ? მაგრამ ამ ნიშანს ერთი მნიშვნელოვანი გამონაკლისი აქვს: ის არ გვიკრძალავს 30 კმ/სთ-ზე ნელი ტრანსპორტის გასწრებას. პირობის მიხედვით, ტრაქტორი 25 კმ/სთ-ით მოძრაობს, ანუ 30-ზე ნაკლებით. შესაბამისად, გასწრება არ გეკრძალება.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია გასწრების ამკრძალავი ნიშნით ან მონიშვნით განსაზღვრულ ადგილზე. ამავე კანონის პირველი დანართის 3.20 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.20 „გასწრება აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრან¬სპორ¬ტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა). ნებადართულია გასწრება უეტლო მოტოციკლის, მოპედისა და ველოსიპედის შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადაუსვლელად.