
რომელი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?
ხედავ, მარჯვენა ზოლი სულ თავისუფალია? ზუსტად ეგაა მთავარი. როცა ქალაქგარეთ ხარ და მარჯვენა ზოლი თავისუფალია, მარცხენაში დგომა არ შეიძლება. ის ლურჯი ნიშანი კი, დასახლების სახელით, სწორედ იმას ნიშნავს, რომ აქ ჯერ კიდევ ქალაქგარეთა მოძრაობის წესები მოქმედებს. ამიტომ: 1. მწვანე ფურგონი არასწორად მოძრაობს მარცხენა ზოლში. 2. ყვითელი მანქანა კი, გარდა იმისა, რომ თვითონაც არასწორ ზოლშია, გასწრებასაც არასწორად, მარჯვნიდან აპირებს. მოკლედ, ორივე არღვევს, ამიტომ ორივეს ეკრძალება.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გასწრება უნდა განხორციელდეს მარცხენა მხრიდან. მარჯვენა მხრიდან გასწრება ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ მძღოლმა, რომელსაც უსწრებენ, მისცა სიგნალი, რომ მარცხნივ მოხვევას აპირებს, და თავისი სატრანსპორტო საშუალება ისე მიმართა, რომ შეუხვიოს სხვა გზაზე ან შევიდეს გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ან გაჩერდეს ამ მხარეს. ამავე კანონის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დაუსახლებელ პუნქტში, აგრეთვე დასახლებულ პუნქტში გზის სავალი ნაწილის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც მოძრაობა ნებადართულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მძღოლმა უნდა იმოძრაოს სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. აკრძალულია მარცხენა ზოლის დაკავება, როცა მარჯვენა ზოლი თავისუფალია, გარდა დაბრკოლების შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების შემთხვევისა. ამავე კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.25 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.25 „დასახლებული პუნქტის დასაწყისი“ - მიუთითებს იმ დასახლებული პუნქტის დასაწყისს, რომელშიც არ მოქმედებს დასახლებულ პუნქტებში მოძრაობისათვის დადგენილი წესები.