
მოცემული საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა ნებადართულია არაუმეტეს:
AM კატეგორიას, ანუ მოპედს, საკუთარი სიჩქარის ზღვარი აქვს: 45 კმ/სთ. ნიშანი 50-ს უშვებს, მაგრამ შენ 45-ზე მეტით მაინც ვერ იარებ. დაიმახსოვრე: თუ ნიშანი 45-ზე ნაკლებს აჩვენებდა, ნიშნის მიხედვით იმოძრავებდი. აქ კი 50 მეტია 45-ზე, ამიტომ პასუხია: არაუმეტეს 45 კმ/სთ.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის 3.24 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.24 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა” - კრძალავს მოძრაობას ნიშანზე აღნიშნულზე მეტი სიჩქარით(კმ/სთ)ამავე კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტში, აგრეთვე დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია: ბ) „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა გზის სავალ ნაწილზე არაუმეტეს 45 კმ/სთ სიჩქარით;