
რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს „B1“ კატეგორიის ავტომობილის მძღოლს დაუსახლებულ პუნქტში, გზის მოცემულ მონაკვეთზე?
სწორი პასუხი: 2▶ ახსნის მოსმენა
დაიმახსოვრე, კვადროციკლით (B1 კატეგორია) დაუსახლებელ პუნქტში მაქსიმალური სიჩქარეა 80 კმ/სთ.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტსა და დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია „A“ კატეგორიის, აგრეთვე „A1“ და „B1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით.