
ისრის მიმართულებით მოძრავი რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს?
შეხედე იმ მწვანე ნიშანს მარჯვნივ. ეგ ავტომაგისტრალის ნიშანია და ყველაფერს წყვეტს. ავტომაგისტრალზე ტრაქტორით მოძრაობა საერთოდ არ შეიძლება. წერტილი. ანუ, ის უკვე არღვევს. დიდ სატვირთოს კი, ანუ ტრაილერს, ეკრძალება ყველაზე მარცხენა ზოლში მოძრაობა. მსუბუქი მანქანა არაფერს აშავებს. ამიტომ, წესებს მხოლოდ ტრაქტორი და სატვირთო არღვევენ.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ.გ“ ქვეპუნქტების თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე: ა) აკრძალულია ქვეითის, ცხოველის, ველოსიპედის, მოპედის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, ავტომობილისა და მათი მისაბმელებისგან განსხვავებული ყველა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა. გ.გ) მძღოლს ეკრძალება მეორე ზოლის იქით იმ ტვირთის გადამზიდავი ავტომობილით (მისაბმელებით ან მათ გარეშე) მოძრაობა, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება ან იმ მისაბმელიანი ავტომობილებით მოძრაობა, რომელთა საერთო სიგრძე 7 მეტრზე მეტია.