თუ მარეგულირებელ პირთა სიგნალები ეწინააღმდეგება შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნებს, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებულნი არიან, შეასრულონ:
სწორი პასუხი: 1▶ ახსნის მოსმენა
დაიმახსოვრე: მარეგულირებელი შუქნიშანზე მაღლა დგას. ყოველთვის მის სიგნალს დაემორჩილე.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვს უპირატესი ძალა შუქნიშნის მაშუქი სიგნალების, საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნების და საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნების მიმართ. გზაჯვარედინზე მარეგულირებლის მიერ მოძრაობის რეგულირებისას ამკრძალავი და მიმთითებელი საგზაო ნიშნები აგრძელებს მოქმედებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მარეგულირებელი კონკრეტულად მიუთითებს მათი მოთხოვნების უგულებელყოფაზე.