‹
შუქნიშანი3. სიგნალები და რეგულირება · თემა 14 · ბილეთი №14
სურათზე გამოსახულია გზაჯვარედინი, რომელზეც მოძრაობს ორი სატრანსპორტო საშუალება. ყვითელი მიკროავტობუსი მოძრაობს პირდაპირი მიმართულებით. მას მარჯვნიდან უახლოვდება წითელი მსუბუქი ავტომობილი, რომელიც მარცხნივ უხვევს. მიკროავტობუსის მხარეს შუქნიშანზე ანთია მოძრაობის ნებადამრთველი მწვანე სიგნალი.

აქვს თუ არა წითელი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის გაგრძელების უფლება, თუ შუქნიშნის მწვანე მაშუქი სიგნალის შემდეგ, ყვითელი მაშუქი სიგნალის ჩართვისას მას არ შეეძლო „სდექ“ ხაზთან გაჩერება მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე?