‹
მთავარი და მეორეხარისხოვანი გზა9. გზაჯვარედინები · თემა 34 · ბილეთი №134
სურათზე გამოსახულია ნიშნებით „მთავარი გზა“ და „მთავარი გზის მიმართულება“ აღჭურვილი გზაჯვარედინი. წითელი და რუხი ფერის მსუბუქი ავტომობილები იმყოფებიან მთავარ გზაზე, ხოლო ყვითელი მიკროავტობუსი – მეორეხარისხოვანზე. რუხი ავტომობილი უხვევს მარცხნივ და მოძრაობს მთავარი გზის მიმართულებით. წითელი ავტომობილი აპირებს პირდაპირ მოძრაობას, რითაც ტოვებს მთავარ გზას. ყვითელი მიკროავტობუსი მეორეხარისხოვანი გზიდან უხვევს მარცხნივ.

რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი ავტომობილებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?