
რა მიმართულებით შეიძლება გააგრძელოს მოძრაობა მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა თუ მარეგულირებელი კონკრეტულად მიუთითებს მოძრაობას მარცხნივ?
ამ გზაჯვარედინზე მთავარი კაცი მარეგულირებელია. ის კონკრეტულად შენ გითითებს, რომ მარცხნივ წახვიდე, იმ „შესვლა აკრძალულია“ ნიშნისკენ. დაიმახსოვრე, მარეგულირებლის სიგნალი ყველაფერზე მაღლა დგას. მისი სიტყვა კანონია, ამიტომ ნიშანს აღარ უყურებ. და რადგან მარცხნივ წასვლის უფლება მოგცა, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ უკან მობრუნებაც შეგიძლია.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვს უპირატესი ძალა შუქნიშნის მაშუქი სიგნალების, საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნების და საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნების მიმართ. გზაჯვარედინზე მარეგულირებლის მიერ მოძრაობის რეგულირებისას ამკრძალავი და მიმთითებელი საგზაო ნიშნები აგრძელებს მოქმედებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მარეგულირებელი კონკრეტულად მიუთითებს მათი მოთხოვნების უგულებელყოფაზე.