
აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მგზავრის ჩამოსმის მიზნით გაჩერდეს ისრით მითითებულ ადგილას?
სწორი პასუხი: 2▶ ახსნის მოსმენა
შეხედე ბორდიურზე გავლებულ ყვითელ ხაზს. დაიმახსოვრე, ასეთი უწყვეტი ყვითელი ხაზი იგივეა, რაც „გაჩერება აკრძალულია“ ნიშანი. სადაც ამ ხაზს დაინახავ, გაჩერება არ შეიძლება, თუნდაც მგზავრის ჩამოსასმელად.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.4 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.4 მთლიანი ყვითელი ხაზი აღნიშნავს ადგილს, სადაც აკრძალულია გაჩერება; გამოი¬ყენება დამოუკიდებლად ან 3.27 ნიშანთან ერთად; იხაზება სავალი ნაწილის ნაპირთან ან ბორდიურზე ზემოდან.