
მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაციიდან, რომლის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზედაც დადგმულია საცნობი ნიშანი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი”?
სწორი პასუხი: 2▶ ახსნის მოსმენა
დაიმახსოვრე: დაფა, რომელზეც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის აღმნიშვნელი სიმბოლო გადახაზულია, ნიშნავს, რომ ძირითადი ნიშნის მოქმედება მათზე არ ვრცელდება. ამიტომ სწორი პასუხია II.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.18 პუნქტის თანახმად, დაფა 8.18 „გარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა” - მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზედაც დადგმულია საცნობი ნიშანი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი”.