
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი იძლევა ინფორმაციას საავარიო სამსახურთან რადიოკავშირის ზონის არსებობის შესახებ?
სწორი პასუხი: 3▶ ახსნის მოსმენა
ეს არის ნიშანი „საავარიო სამსახურთან რადიოკავშირის ზონა“. ის გაძლევს ინფორმაციას, რომ ამ მონაკვეთზე შეგიძლია რადიოს საშუალებით დაუკავშირდე საავარიო სამსახურს.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-6 თავის (სერვისის ნიშნები) 6.15 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 6.15 „საავარიო სამსახურთან რადიოკავშირის ზონა“ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს აძლევენ ინფორმაციას შესაბამისი ობიექტის ან სერვისის შესახებ.