
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც ისინია დადგმული?
სწორი პასუხი: 4▶ ახსნის მოსმენა
დაიმახსოვრე: ამ ბილეთზე გამოსახული ოთხივე ნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ გზაჯვარედინზე, რომლის წინაც დგას. სწორი პასუხია "ყველასი".
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.1.1-4.1.6 პუნქტების შენიშვნის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, 4.1.1-4.1.6 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი. ამავე დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, 3.18.1 და 3.18.2 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია ნიშანი.