
მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მოძრაობის გააგრძელების უფლება აქვს:
სწორი პასუხი: 1▶ ახსნის მოსმენა
"ხედავ, გზაზე რომ დროებითი ნიშანი დგას? აი, ის, გადასატან სადგამზე. როცა ასეთი დროებითი ნიშანი გხვდება, ის „უფროსია“ და ბოძზე დაკიდებულ მუდმივ ნიშანს აუქმებს. ამიტომ, ახლა მხოლოდ პირდაპირ შეგიძლია წასვლა."
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ გზაზე დროებით გადასატან სადგარზე ან საგზაო სამუშაოების მწარმოებელი ორგანიზაციის ავტომობილზე დაყენებულია საგზაო ნიშანი (შემდგომ − დროებითი საგზაო ნიშანი), რომლის მოთხოვნები ეწინააღმდეგება იმავე გზის მონაკვეთზე სტაციონარულად დაყენებული საგზაო ნიშნის მოთხოვნებს, მძღოლი ვალდებულია შეასრულოს დროებითი საგზაო ნიშნის მოთხოვნები.