მძღოლი ვალდებულია შეამოწმოს და უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა:
სწორი პასუხი: 2▶ ახსნის მოსმენა
დაიმახსოვრე: მანქანის შემოწმება გევალება არა მხოლოდ დაძვრამდე, არამედ გზაშიც. სწორი პასუხია: „მგზავრობის დაწყებამდე და მგზავრობისას“.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, მძღოლი ვალდებულია მგზავრობის დაწყებამდე შეამოწმოს და მგზავრობისას უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა.