
რა თანამიმდევრობით უნდა გაირონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ ოპერატიული სამსახურის ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები?
აქ მთავარი "გასაღები" პოლიციის მანქანის ციმციმა და ხმოვანი სიგნალია. ის პირველი მიდის, კითხვაც არ არსებობს. დანარჩენ ორს შორის კი მარტივი წესით ვხელმძღვანელობთ: ვინ არის მარჯვნიდან? მსუბუქი ავტომობილი მოტოციკლისთვის მარჯვნიდანაა, ამიტომ ჯერ ის გაივლის. მოკლედ: ჯერ პოლიცია, მერე მსუბუქი, ბოლოს მოტოციკლი.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი ფერის მოელვარე სპეციალური შუქური და ხმოვანი სიგნალებით ან/და ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოთი იძლევა სიგნალს, აგრეთვე მათ მიერ გასაცილებელ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც ჩართული აქვთ ახლო ნათების ფარები, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებულნი არიან გაანთავისუფლონ სავალ ნაწილზე ადგილი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდნენ. ამავე კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას აქვს უპირატესობა ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა.