
ოპერატიული სამსახურის ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები. წითელი ავტომობილის მძღოლი არ დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ:
დაიმახსოვრე: პოლიციისთვის გზის დათმობისას, ჯერ უნდა გაატარო გვერდითა ზოლში მოძრავი მანქანა. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია გადასვლა და პოლიციისთვის გზის დათმობა.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებული არიან, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი ან/და რომელიც ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოთი იძლევა სიგნალს, მას, აგრეთვე მის მიერ გასაცილებელ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც ჩართული აქვს ახლო განათების ფარები, გაუთავისუფლონ სავალ ნაწილზე ადგილი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში − გაჩერდნენ. ამავე კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად მოძრაობის ზოლიდან ზოლში მოძრაობის მიმართულების შეუცვლელად გადასვლისას მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს გადასასვლელ მოძრაობის ზოლში თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.