
რომელი მიმართულებით მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს ოპერატიული სამსახურის ავტომობილის მძღოლს შუქნიშნის ამ სიგნალზე, თუ ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი?
სწორი პასუხი: 3▶ ახსნის მოსმენა
აქ მთავარია, რომ პატრულის მანქანას ლურჯი ციმციმა აქვს ჩართული. როგორც კი ეგ ჩართულია, მისთვის აღარც შუქნიშნის წითელი ფერი არსებობს და აღარც ის ნიშანი, რომელიც მხოლოდ მარჯვნივ უშვებს. ამიტომ, მას შეუძლია წავიდეს ნებისმიერი მიმართულებით, საითაც სამსახურებრივი დავალება მოითხოვს.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების დაცვით გადაუხვიოს ამ კანონის 25-ე, 31-ე−41-ე და 44-ე მუხლებით, აგრეთვე ამ კანონის №1 და №2 დანართებით დადგენილ მოთხოვნებს.