დაიმახსოვრე: თუ კითხვაშია "საწვავის უმიზნო ხარჯვა", პასუხია შუქნიშანთან აქსელერატორზე თამაში.
კანონი: საწვავის უმიზნო ხარჯვა და გარემოს დაბინძურება ხდება, როდესაც შუქნიშნის ნებადამრთველი სიგნალის მოლოდინში პერიოდულად ვაწვებით აქსელერატორის სატერფულს.
დაიმახსოვრე: თუ მანქანა შავად ბოლავს, ესე იგი ბევრ ბენზინს წვავს. ეგაა პასუხი.
კანონი: ბენზინის გაზრდილ ხარჯზე მიუთითებს შავი ფერის გამონაბოლქვი. ასეთი გამონაბოლქვი ძრავის კვების სისტემის გაუმართაობაზე ან ძრავის არასწორ რეგულირებაზე მიანიშნებს.
დაიმახსოვრე: საწვავის გაზრდილ მოხმარებას იწვევს ძრავის მაღალი ბრუნები. ტესტში ეს ვარიანტი უნდა მონიშნო.
კანონი: საწვავის გაზრდილ მოხმარებას განაპირობებს მართვის სტილი, როდესაც გადაცემათა კოლოფის სხვადასხვა გადაცემაზე მოძრაობისას ძრავის მაღალ ბრუნთა რიცხვს ვაღწევთ.
დაიმახსოვრე: თუ გარემოს დაცვაზე გკითხეს, პასუხია წითელ შუქნიშანთან ინერციით მისვლა და დროულად დამუხრუჭება.
კანონი: გარემოს დაცვის მიზნით, როცა შუქნიშანი წითელ სიგნალზე გადადის, შუქნიშანთან მიახლოებისას ვიმოძრაოთ ინერციით, აქსელერატორის სატერფულზე დაწოლის გარეშე, და შუქნიშანთან დროულად დავამუხრუჭოთ.
დაიმახსოვრე: პიკის საათში საწვავი იმიტომ იწვის ბევრი, რომ ხშირად ამუხრუჭებ და აჩქარდები. პასუხში მთავარია "ხშირი დამუხრუჭება და აჩქარება".
კანონი: ქალაქში პიკის საათში საწვავის მოხმარება სხვა დროსთან შედარებით იზრდება, რადგან სატრანსპორტო საშუალების მართვისას დამუხრუჭებას და აჩქარებას უფრო ხშირად მივმართავთ.
დაიმახსოვრე: თუ კითხვა ეხება ნაკლებ საწვავს, პასუხია მოძრაობის წინასწარ დაგეგმვა. მთავარი სიტყვებია "დაგეგმვა" და "დამუხრუჭების თავიდან არიდება".
კანონი: ნაკლები საწვავით მეტი მანძილის გავლას შევძლებთ, თუ მოძრაობას წინასწარ დავგეგმავთ, რათა თავიდან ავირიდოთ გაუთვალისწინებელი დამუხრუჭება ან აჩქარება.
დაიმახსოვრე, ამ კითხვაში საწვავის ეკონომიის საუკეთესო გზა მანქანის საერთოდ არგამოყენებაა.
სწორი პასუხია: საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ველოსიპედი ან ფეხით სიარული.
კანონი: საწვავის ეკონომია და გამონაბოლქვის შემცირება მიიღწევა, თუ შესაძლებლობის შემთხვევაში ვისარგებლებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ველოსიპედით, ან ვიმოძრავებთ ქვეითად.
დაიმახსოვრე: გარემოს დაცვაზე თუ გკითხეს, პასუხია „სატრანსპორტო საშუალების მართვა მოკლე მანძილზე“. ანუ მოკლე მანძილზე მანქანით წასვლას ერიდები. ეგ არის სწორი პასუხი.
კანონი: გარემოს დაცვის მიზნით თავიდან უნდა ავირიდოთ სატრანსპორტო საშუალების მართვა მოკლე მანძილზე: მოკლე მანძილზე ძრავი გათბობას ვერ ასწრებს, ცივი ძრავით მოძრაობა კი მეტ საწვავს მოიხმარს.
დაიმახსოვრე: თუ გითხრეს, რომ მანქანა ბოლავს, ეგრევე უნდა გააჩერო. ეს არის სწორი პასუხი, უეჭველი.
კანონი: თუ საგზაო მოძრაობის მონაწილეები მიგითითებენ, რომ თქვენი სატრანსპორტო საშუალება მუქი ფერის გამონაბოლქვს გამოყოფს, დაუყოვნებლივ უნდა გააჩეროთ სატრანსპორტო საშუალება და შეამოწმოთ მისი გამართულობა.
დაიმახსოვრე: თუ კითხვა ჰაერის დაბინძურებას ეხება, პასუხია მუქ გამონაბოლქვზე. დაინახავ მუქ კვამლს მაყუჩიდან? ეგრევე უნდა აღმოფხვრა გაუმართაობა.
კანონი: ჰაერის დაბინძურების მაქსიმალურად შესამცირებლად, თუ სატრანსპორტო საშუალების მაყუჩიდან მუქი ფერის გამონაბოლქვი გამოიყოფა, გაუმართაობა დაუყოვნებლივ უნდა აღმოვფხვრათ.
ოკ, გასაგებია.
ცივ ძრავზე ადგილზე არ გაახურო. დაძარი და ეგრევე დაბალი აბაროტით იარე, სანამ გათბება.
კანონი: ცივი ძრავით დაძვრისას გარემოს დაბინძურებას ისე ავარიდებთ თავს, რომ ძრავს ზიანი არ მივაყენოთ, თუ სატრანსპორტო საშუალებას დავძრავთ და დაძვრის შემდეგ მცირე ხნით ვიმოძრავებთ ძრავის დაბალი ბრუნთა რიცხვით, სანამ ძრავი არ გათბება.
დაიმახსოვრე: თუ კითხვა გარემოზეა, სწორი პასუხია მანქანის გაზიარება. სხვა არაფერი.
კანონი: გარემოზე ზემოქმედების შემცირება მიიღწევა, თუ საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებთან ერთად ერთ სატრანსპორტო საშუალებას გავიზიარებთ და მათთან ერთად ვიმგზავრებთ.
დაიმახსოვრე: თუ კითხვა დასახლებულ პუნქტში ხმაურის შემცირებას ეხება, სწორი პასუხია სიჩქარის შერჩევა გზის საფარის მიხედვით. უბრალოდ დააკავშირე "ხმაური" და "გზის საფარი".
კანონი: დასახლებულ პუნქტებში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობით გამოწვეული ხმაურის შემცირებას შევძლებთ, თუ მოძრაობის სიჩქარეს გზის საფარის მდგომარეობის შესაბამისად შევარჩევთ.
დაიმახსოვრე: დაღმართზე ისეთი სიჩქარე უნდა ჩააგდო, რომ მუხრუჭის ხშირი და ძლიერი გამოყენება არ დაგჭირდეს. ძრავით ამუხრუჭებ, რა.
კანონი: დაღმართის უსაფრთხოდ გასავლელად, აქსელერატორის სატერფულზე ფეხის ბოლომდე აშვების შემდეგ, უნდა ავირჩიოთ ისეთი გადაცემა, რომელზეც მოძრაობისას მუხრუჭის სატერფულზე ფეხის ძლიერად დაჭერა არ მოგვიწევს. ასე ძრავი სატრანსპორტო საშუალებას თავად აკავებს. ნეიტრალური გადაცემით მოძრაობა და ანთების სისტემის გათიშვა დაღმართზე არ შეიძლება.
დაიმახსოვრე: მანქანიდან გამოჟონილი ზეთი ყოველთვის აბინძურებს გარემოს. ნიადაგს არ ანოყიერებს და უვნებელიც არ არის.
კანონი: სატრანსპორტო საშუალების რომელიმე აგრეგატიდან გამოჟონილი ზეთი აბინძურებს გარემოს: ნიადაგში მოხვედრისას ის ნიადაგისა და გრუნტის წყლების ხანგრძლივ დაბინძურებას იწვევს.
დაიმახსოვრე: დაკეტილ შლაგბაუმთან ლოდინი დიდხანს გრძელდება, ამიტომ ძრავს თიშავ. უქმ სვლაზეც ძრავი საწვავს წვავს და ჰაერს აბინძურებს.
კანონი: რკინიგზის გადასასვლელის დაკეტილ შლაგბაუმთან მოცდისას საწვავის მოხმარების შემცირებასა და გარემოს დაცვაზე ვზრუნავთ ძრავის გათიშვით, რადგან ასეთ ადგილას დიდი ხნით დგომა გვიწევს.