საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის კანის საფარველისა და კუნთოვანი ქსოვილის დაზიანების შემთხვევაში, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, მას უნდა:
დაიმახსოვრე: თუ კანი და კუნთია დაზიანებული, ჭრილობას გარშემო იოდი უნდა წაუსვა. მერე დაადე ბაქტერიციდული საფენი, თუ არ გაქვს - სუფთაც წავა.
კანონი: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის კანის საფარველისა და კუნთოვანი ქსოვილის დაზიანების შემთხვევაში ჭრილობა უნდა დამუშავდეს გარშემო იოდის ხსნარით და დაედოს ბაქტერიციდული საფენი (მისი არ ქონის შემთხვევაში დაედოს სუფთა საფენი).
დაიმახსოვრე: თუ თავის ტრავმის გამო გონება დაკარგა, უეჭველი გვერდზე უნდა დააწვინო. ეგაა სწორი პასუხი.
კანონი: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის თავის ქალისა და ტვინის დაზიანების გამო, გონების დაკარგვის შემთხვევაში დაშავებული უნდა დავაწვინოთ გვერდზე.
დაიმახსოვრე: წვივის მოტეხილობისას არტაშანი ედება ორივე მხრიდან, ტერფიდან შუა ბარძაყამდე. უბრალოდ დაიზეპირე ეს ფრაზა.
კანონი: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის წვივის ძვლების მოტეხილობის დროს დაშავებულ ფეხზე არტაშანი უნდა დაედოს ორივე მხრიდან ტერფიდან შუა ბარძაყამდე.
დაიმახსოვრე: ლახტის დადების დროის აღნიშვნა აუცილებელია. ამ კითხვაზე პასუხი ყოველთვის არის „აუცილებელია“.
კანონი: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის სისხლდენის შემაჩერებელი ლახტი დადება მიზანშეწონილია კიდურის იმ ნაწილში, სადაც მხოლოდ ერთი ძვალია (მხარი, ბარძაყი). ლახტი არ იდება უშუალოდ კანზე: მის ქვეშ აუცილებლად უნდა მოთავსდეს ბამბა, ნაჭერი, ტანსაცმელი. სწორად დადებისას ჭრილობიდან წყდება სისხლდენა, პერიფერიაზე ქრება პულსაცია. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ლახტის დადების ზუსტი დრო.
დაიმახსოვრე: წვივის დაზიანებისას ლახტი ბარძაყზე ედება. ყოველთვის ჭრილობის ზემოთ.
კანონი: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის წვივის ძვლის დაზიანების შემთხვევაში არტერიული სისხლდენის შემაჩერებელი ლახტი უნდა დავადოთ ბარძაყზე.
დაიმახსოვრე: მოძრაობის გაგრძელება კატეგორიულად იკრძალება, თუ მუშა მუხრუჭი გაფუჭდა. ეს არის ყველაზე კრიტიკული გაუმართაობა და ტესტში ყოველთვის სწორი პასუხია.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნისლის, წვიმისა და თოვის დროს.
ძმაო, დაიმახსოვრე: "მისაბმელი მოწყობილობის" გაუმართაობა იგივეა, რაც მუხრუჭის ან საჭის გაფუჭება. ამ დროს მანქანის დაძვრა კატეგორიულად არ შეიძლება.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნისლის, წვიმისა და თოვის დროს.
დაიმახსოვრე: თუ შენს მხარეს მინასაწმენდი გაფუჭებულია და თან წვიმს, თოვს ან ნისლია, მოძრაობა გეკრძალება. სხვა შემთხვევაში შეგიძლია იმოძრაო.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნისლის, წვიმისა და თოვის დროს.
დაიმახსოვრე: თუ არ სუნთქავს, მაგრამ პულსი აქვს, პულსს ყოველ 2 წუთში ამოწმებ. მთავარია ციფრი 2.
კანონი: თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებული არ სუნთქავს, მაგრამ აღენიშნება პულსი საძილე არტერიაზე, ყოველ 2 წუთში ერთხელ უნდა მოხდეს პულსის შემოწმება.
დაიმახსოვრე: თუ დაშავებულს ნეკნები ან მკერდის ძვალი აქვს მოტეხილი, მისი გადაყვანა შეიძლება მხოლოდ მჯდომარე ან ნახევრად მჯდომარე მდგომარეობაში.
კანონი: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ნეკნებისა და მკერდის ძვლის მოტეხილობის დროს დაშავებულის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს მჯდომარე ან ნახევარმჯდომარე მდგომარეობაში.
დაიმახსოვრე: მკვეთრად დამუხრუჭება მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება. ესაა, როცა ამით ავარიას იცილებ თავიდან.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მკვეთრი დამუხრუჭება, გარდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილების აუცილებლობით გამოწვეული დამუხრუჭებისა.
დაიმახსოვრე: იოდს ვუსვამთ ჭრილობის ნაპირებზე და გარშემო კანზე. პირდაპირ ჭრილობაში არ ასხამენ
კანონი: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ჭრილობის შემთხვევაში იოდის ხსნარი, როგორც სადეზინფექციო საშუალება გამოიყენება ჭრილობის ნაპირებისა და მისი მიმდებარე კანის დასამუშავებლად.
დაიმახსოვრე: თვალის ჭრილობისას დაშავებულს აწვენ ზურგზე და თავს უწევ წინ. შემდეგ დაზიანებულ თვალზე ადებ სუფთა საფენს.
კანონი: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის თვალის ჭრილობის დროს დაშავებული უნდა დავაწვინოთ ზურგზე და თავი წამოვუწიოთ წინ. დაზიანებულ თვალზე უნდა დავადოთ სუფთა საფენი.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის იდაყვის ქვემოთ ხელის ძვლის დაზიანების შემთხვევაში არტერიული სისხლდენის შემაჩერებელი ლახტი უნდა დავადოთ:
დაიმახსოვრე: თუ სისხლდენა იდაყვის ქვემოთაა, ლახტს ყოველთვის იდაყვის ზემოთ, მხართან ადებ. ეგაა და ეგ.
კანონი: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის იდაყვის ქვემოთ ხელის ძვლის დაზიანების შემთხვევაში არტერიული სისხლდენის შემაჩერებელი ლახტი უნდა დავადოთ იდაყვის ზემოთ, მხართან.
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება ტრამვები თავის თმიან ადგილზე, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, მას უნდა:
დაიმახსოვრე, თავის ტრავმის დროს ოთხი რამეა მთავარი: კისრის ფიქსაცია, ჭრილობაზე ნახვევი, გვერდზე დაწვენა და თავზე სიცივე. ეს არის ყველაზე გრძელი პასუხი და ოთხივე კომპონენტი უნდა ეწეროს.
კანონი: თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება ტრაბმები თავის თმიან ადგილებზე, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, მას უნდა კისერზე დაედოს იმპროვიზირებული ნახვევი, ჭრილობაზე სტერილური ბინტით დაედოს დამწოლი ნახვევი, დაშავებული დავაწვინოთ გვერდზე მუხლებში მოხრილი ფეხებით, თავზე მივადოთ ყინული ან ცივი საფენი.