თუ საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნათა შესაბამისად მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მან გზის დათმობის თაობაზე თავისი განზრახვა უნდა გამოხატოს ნათლად:
დაიმახსოვრე: თუ ვინმეს გზას უთმობ, ეს უნდა აჩვენო სიჩქარის შემცირებით ან გაჩერებით.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მძღოლმა, რომელმაც ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გზა უნდა დაუთმოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, ვალდებულია გზის დათმობის თაობაზე თავისი განზრახვა ნათლად გამოხატოს სიჩქარის შემცირებით ან გაჩერებით.
აი, შეხედე პოლიციის მანქანას. ციმციმა აქვს ჩართული, ხომ?
ეს ნიშნავს, რომ იქ რაღაც ხდება და სიტუაცია საშიშია. ნებისმიერ დროს შეიძლება პოლიციელი ან სხვა პირი გადმოვიდეს გზაზე.
ამიტომ, შენი ერთადერთი ამოცანაა, ისეთი სიჩქარით ჩაუარო, რომ რამე თუ მოხდა, მანქანა წამშივე გააჩერო.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ჩართული ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალით მდგომ სატრანსპორტო საშუალებასთან მიახლოებისას მძღოლმა უნდა შეანელოს სიჩქარე, რათა აუცილებლობის შემთხვევაში შეძლოს ტრანსპორტის დაუყოვნებლივ გაჩერება.
აი, შეხედე მაგ მისაბმელს! სწორედ ეგ არის მთავარი „გასაღები“.
ნიშანი კი გეუბნება, რომ ამ ზოლში 90-ით შეგიძლია იარო, მაგრამ როგორც კი მანქანას მისაბმელს დააბამ, შენთვის ახალი, უფრო მკაცრი წესი მოქმედებს.
მარტივად რომ ვთქვათ, მისაბმელით შენი მაქსიმალური სიჩქარე ყოველთვის 80 კმ/სთ-ია, თუნდაც ნიშანი მეტის უფლებას გაძლევდეს. ყოველთვის ირჩევ იმ სიჩქარეს, რომელიც უფრო დაბალია.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტისა, მე-9 და მე-10 პუნქტების თანახმად: 7. გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტებში, აგრეთვე დასახლებულ პუნქტებში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზეც შესაბამისი ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, თუ ის ახორციელებს მსუბუქი მისაბმელის ბუქსირებას, ყველა გზაზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით. 9. გარდა ამ მუხლის მე-6−მე-8 პუნქტებით განსაზღვრული მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვისა, მძღოლს ეკრძალება: ა) სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარის გადაჭარბება; ბ) სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა“ მითითებული სიჩქარის გადაჭარბება; გ) საგზაო ნიშნით დადგენილი მაქსიმალური სიჩქარის გადაჭარბება. 10. მიუხედავად გზაზე შესაბამისი საგზაო ნიშნით ან სიგნალით უფრო მაღალი სიჩქარით მოძრაობის დაშვებისა, მძღოლს ეკრძალება ამ მუხლის მე-6−მე-9 პუნქტებით მისთვის დადგენილი მაქსიმალური სიჩქარის ზღვრის გადაჭარბება. ამავე კანონის პირველი დანართის 3.24 და 8.14 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშნები: - 3.24. „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა“ − კრძალავს მოძრაობას ნიშანზე აღნიშნულზე მეტი სიჩქარით (კმ/სთ). - 8.14. „მოძრაობის ზოლი“ − მიუთითებს მოძრაობის ზოლს, რომელზედაც ვრცელდება ნიშნის ან შუქნიშნის მოქმედება. დაფა თავსდება მოძრაობის ზოლის ზემოთ.
შეხედე შენს ზოლს ზემოთ დაკიდებულ ნიშნებს.
ლურჯი, მრგვალი ნიშანი გეუბნება, რომ ამ ზოლში 50-ზე ნელა არ უნდა იმოძრაო. ეს არის მინიმალური სიჩქარე.
და რადგან ავტომაგისტრალზე ხარ, მაქსიმალური სიჩქარე 110 კმ/სთ-ია.
ესე იგი, შენი სიჩქარე უნდა იყოს 50-სა და 110-ს შორის.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.6 პუნქტის თანახმად 4.6 „მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა” - ადგენს გზაზე მოძრაობის მინიმალური სიჩქარის ზღვარს. ნიშნის მოქმედება ვრცელდება ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას − დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ამავე დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.14 პუნქტის თანახმად 8.14 „მოძრაობის ზოლი” - მიუთითებს მოძრაობის ზოლს, რომელზედაც ვრცელდება ნიშნის ან შუქნიშნის მოქმედება. დაფა თავსდება მოძრაობის ზოლის ზემოთ. ამავე კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტებში, აგრეთვე დასახლებულ პუნქტებში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზეც შესაბამისი ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა თუ ის არ ახორციელებს მსუბუქი მისაბმელის ბუქსირებას, ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 110 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით.
დაიმახსოვრე: ღამე და ცუდ ხილვადობაზე მანქანა უფრო ნელი გგონია, ვიდრე სინამდვილეშია. ამიტომ პასუხია „უფრო ნაკლებად“.
კანონი: დღის ნათელ დროს, შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს, ადამიანის თვალი განსაზღვრავს სივრცეში არსებულ სხვა ორიენტირებთან შედარებით (საგზაო ნიშნები, მონიშვნა, გზისპირზე გამწვანება და სხვა), ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში ორიენტირება ხდება მხოლოდ ფარების შუქზე, ამიტომ შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აღვიქვამთ უფრო ნაკლებად, ვიდრე რეალურადაა.
დაიმახსოვრე ეს წესი: რაც უფრო მკვეთრია დაღმართი, მით უფრო დაბალი უნდა იყოს გადაცემა.
კანონი: რაც უფრო მკვეთრია დაღმართი მით უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო. მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მკვეთრ დაღმართზე ძრავით დამუხრუჭებისას მძღოლმა, რაც უფრო მკვეთრია დაღმართი, მით უფრო დაბალი გადაცემა უნდა ჩართოს.
მჭიდრო სატრანსპოტო ნაკადში მოძრაობისას ავარიული სიტუაციის წარმოქმნის ალბათობა ნაკლებია, თუ თქვენი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარე სატრანსპორტო ნაკადის:
დაიმახსოვრე: მჭიდრო ნაკადში არც უნდა გაასწრო და არც ჩამორჩე. იმოძრავე ზუსტად ნაკადის სიჩქარით.
კანონი: მჭიდრო სატრანსპოტო ნაკადში მოძრაობისას ავრიული სიტუაციის წარმოქმნის ალბათობა ნაკლებია, თუ თქვენი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარე იქნება სატრანსპორტო ნაკადის სიჩქარის ტოლი.
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარე მძღოლმა უნდა შეარჩიოს ისე, რომ გასაჩერებელი მანძილი იყოს:
დაიმახსოვრე: თუ კითხვა ღამეზე ან ცუდ ხილვადობაზეა, გასაჩერებელი მანძილი ყოველთვის **მხედველობის არეზე ნაკლებია**. ეგრევე ეგ პასუხი მონიშნე.
კანონი: დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარე მძღოლმა უნდა შეარჩიოს ისე, რომ გასაჩერებელი მანძილი იყოს მხედველობის არეზე ნაკლები.
სამუხრუჭო მანძილზე თუ გკითხეს, დაიმახსოვრე, რომ ყველაფერზეა დამოკიდებული. შენი პასუხია: "ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ გარემოებაზე".
კანონი: სამუხრუჭო მანძილის მნიშვნელობა დამოკიდებულია როგორც სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეზე, ასევე გზის საფარის მდგომარეობაზე და სატრანსპორტო საშუალების საბურავების ცვეთაზე.
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის შერჩევისას მძღოლმა გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს:
დაიმახსოვრე: თუ გეკითხებიან სიჩქარის არჩევაზე სიბნელეში ან ცუდი ხილვადობისას, გადამწყვეტია "მხედველობის პირობები".
კანონი: დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის შერჩევისას მძღოლმა გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს მხედველობის პირობებს.
დაიმახსოვრე: სწორ გზაზე, მაღალი სიჩქარით დიდხანს სიარულისას, სიჩქარე იმაზე ნაკლები გგონია, ვიდრე სინამდვილეშია.
კანონი: სწორ გზაზე, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი სიჩქარით მოძრაობისას სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს მძღოლი აღიქვამს უფრო ნაკლებად, ვიდრე სინამდვილეშია.